გადატრიალებაზე ბრიფინგები ყურადღების გადატანაა ისეთი საკითხებიდან, როგორიცაა ФСБ-ის აგენტი ფარცხალაძე - კუპრაძე
სუს-ის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ ქვეყანაში გადატრიალება იგეგმება, "ლელოში" მნიშვნელოვანი საკითხებიდან ფოკუსის გადატანის მცდელობად აფასებენ. ირაკლი კუპრაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მორიგ ჯერზე გადატრიალების საქმეზე გამოძიების დაწყება აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის საკითხის გადაფარვის მცდელობაა.
„ქართული ოცნების“ პერიოდული გაურკვეველი ბრიფინგები, ყოველ 6 თვეში ერთხელ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, არის უბრალოდ ყურადღების გადატანა ისეთი საკითხებიდან როგორიც იყო ФСБ-ის აგენტი ფარცხალაძე, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მმართველ პირად წარმოჩნდა. ყველაფერს აჯობებს, სუს-მა გამოიძიოს ფარცხალაძის რუსეთის აგენტობა.
მე დამრჩა განცდა, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ საკუთარი შიშების ტყვეობაშია,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.