ბოდვაა, დაეტყოთ ბელარუსის და რუსების სპეცსამსახურების კვალი მათ ინტელექტს - მანჯგალაძე სუს-ზე
"არის პირდაპირ ბოდვა, დაეტყოთ ბელარუსის და რუსების სპეცსამსახურების კვალი მათ ინტელექტს," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სუს-ის დღევანდელ განცხადებას.
საქმე ეხება ბრიფინგს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.
არის პირდაპირ ბოდვა, დაეტყოთ ბელარუსის და რუსების სპეცსამსახურების კვალი მათ ინტელექტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითომ გადატრიალებას რომ გეგმავდა ხალხი და არეულობას, ის ხალხი მშვიდობიანად გააცილა სუს-მა საქართველოდან,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.