შოვის ტრაგედია და გრიგორიადისის საქმე - სახალხო დამცველი "ლელოს" ლიდერის კითხვების პირისპირ

02.10.23 14:59
შოვის ტრაგედია და გრიგორიადისის საქმე - სახალხო დამცველი "ლელოს" ლიდერის კითხვების პირისპირ

სახალხო დამცველი ოპოზიციის მწვავე კითხვების პირისპირ - პარლამენტში, წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად მისულ ლევან იოსელიანს შოვის ტრაგედიასა და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოუწევს პასუხების გაცემა. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისი კითხვები "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უკვე დასვა. 

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ცალკე ანგარიში უნდა მოამზადოს.

შოვი, კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენი ოფისი და პირადად თქვენ ამ საკითხში რა ფორმით ხართ ჩართული. ადამიანური მსხვერპლისა და კატასტროფისა მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის იმსახურებს სახალხო დამცველმა  ამასთან დაკავშირებით ცალკე ანგარიში მოამზადოს.

შემდეგი კითხვა მიემართება ლაზარე გრიგორიადისის  საქმეს, რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპისთვის მას ვერ უმტკიცდება ის ბრალი, რის გამოც უკვე 9 თვეა ზის საპატიმროში.- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები