იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთი დიდი ნაღმია სტატუსის მიღებისკენ - ლომჯარია

02.10.23 14:50
იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთი დიდი ნაღმია სტატუსის მიღებისკენ - ლომჯარია

"პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყება არაფერია თუ არა მანიპულაცია, ეს პროცესი კიდევ ერთი დიდი ნაღმია ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებისკენ მიმავალ გზაზე," - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ნინო ლომჯარია წერს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ეს ქმედება არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. თანაც, ლომჯარია დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტი საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

 "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ასევე წერს იმ საკითხებზე, რომელიც ახლა რეალურად უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძის საქმე, კორუფციაში მხილებული მოსამართლეების საქმეები, პრემიერის მხილება კორუფციულ გარიგებებში, თუმცა "ოცნება" ამ თემებიდან ფოკუსის გადატანას ცდილობს.

- როდესაც კორუფციაში მხილებულ,   დასანქცირებულ მოსამართლეებს გამოძიების დაწყების ნაცვლად მხარდაჭერას უცხადებ;

- როდესაც რუსეთის აგენტობაში მხილებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს არათუ აკავებ, არამედ, ქონების გადამალვაში ეხმარები;

- როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსეთის აგენტს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება;

- როდესაც პრემიერ მინისტრის და მისი გარემოცვის კორუფციის მასშტაბებზე ყოველ დღე ახალ-ახალ ინფორმაციას ვიგებთ,

ამ დროს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყება არაფერია თუ არა მანიპულაცია - საზოგადოების ყურადღების გადატანა საკუთარი დანაშაულებებიდან სხვა საკითხებზე.

ეს პროცესი კიდევ ერთი დიდი ნაღმია ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებისკენ მიმავალ გზაზე," - წერს ნინო ლომჯარია.
 

მსგავსი სიახლეები