რატომ არ მიმართა საკონსტიტუციოს სასამართლო მეგობრის სტატუსით - იოსელიანი დეპუტატის კითხვაზე თავს იმართლებს

02.10.23 15:06
რატომ არ მიმართა საკონსტიტუციოს სასამართლო მეგობრის სტატუსით - იოსელიანი დეპუტატის კითხვაზე თავს იმართლებს

სახალხო დამცველი თავის მართლებას ცდილობს.ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე განმარტავს,რატომ არ მიმართა ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით.

ომბუდსმენი, პრაქტიკულად, ამბობს, რომ მისთვის დახმარების თხოვნით ზურაბიშვილის ადმინისტრაციას არ მიუმართავს. არადა სწორედ სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის გამოყენებით შეუძლია განმუხტოს საკონსტიტუციო კრიზისი.

რამდენად სამართლებრივად არგუმენტირებულად მიგაჩნიათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაწყება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამას აქვს გაცხადებული ერთადერთი მიზეზი, თითქოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად გაემგზავრა ევროპის ქვეყნებში,“ - მიმართა სახალხო დამცველს ანი წითლიძემ.

დეპუტატის კითხვაზე ომბუდსმენმა განმარტა, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია და სახალხო დამცველი ამაში ვერ ჩაერევა.  

იმპიჩმენტი ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს. ამ პროცესთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან იქნება მომართვა, რომ სახალხო დამცველმა წარადგინოს სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რასაც ზოგადად ვაკეთებთ საერთო სასამართლოების კონტექსტში, ჩვენ განვიხილავთ ამ განცხადებას, არის თუ არა კავშირში კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან და თუ ამ კავშირს დავინახავთ, რა თქმა უნდა, მოსაზრებას წარვადგენთ, თუ ასეთ კავშირს ვერ დავინახავთ, მოსაზრება წარდგენილი არ იქნება,“ - ამბობს ომბუდსმენი.

 

მსგავსი სიახლეები