ივანიშვილისგან იმპიჩმენტის ფარსის წამოწყება ემსახურებოდა თემების გადაფარვას და სტატუსის საბოტაჟირებას - ბოკუჩავა

02.10.23 15:15
ივანიშვილისგან იმპიჩმენტის ფარსის წამოწყება ემსახურებოდა თემების გადაფარვას და სტატუსის საბოტაჟირებას - ბოკუჩავა

"ერთ თვეში, როდესაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სწორედ ეს მომენტი შეარჩია ინსტიტუციაზე და არა პერსონალიაზე თავდასხმისთვის ივანიშვილმა," - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, იმპიჩმენტი რამდენიმე მიზანს ემსახურება - ივანიშვილი მიზანმიმართულად ცდილობს სტატუსის მიღების ჩაგდებას და ასევე, თემების გადაფარვის მცდელობაა.

იმპიჩმენტის ფარსის წამოწყება ივანიშვილის მხრიდან ემსახურებოდა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას, მეორე მხრივ, მიზანმიმართულად საქართველოს კანდიდატის სტატუსის პროცესის საბოტაჟირებას. ეს არის ძალიან ცხადი, ერთ თვეში, როდესაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სწორედ ეს მომენტი შეარჩია ინსტიტუციაზე და არა პერსონალიაზე თავდასხმისთვის ივანიშვილმა,“ - ამბობს ბოკუჩავა.