"პირვლების" ინფორმაციით, ჯაშუშობაში მხილებულმა ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა - რას ამბობს გომელაურის მოადგილე
მიემალა თუ არა ოთარ ფარცხალაძე გამოძიებას და რატომ მისცეს ექს პროკურორს ქვეყნის დატოვების უფლება? - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.
გომელაურის მოადგილე დღეს პარლამენტში იყო მისული სადაც თქვა, რომ ვიდრე სასამართლო არ დაადგენს ვინმეს ბრალეულობას, ვერავის აგენტობაზე ვერ ილაპარაკებს.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ის ადამიანი ცნობილია დამნაშავედ, არ გვაქვს. ეს არის კონკრეტული შეფასება.
გამოძიებას აწარმოებს სხვა საგამოძიებო უწყება, მე ვერ გიპასუხებთ სხა საგამოძიებო უწყების ქვემდებარე საქმეზე. მე გპასუხობთ, როგორც შს მინისტრის მოადგილე - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, -ალექსანდრე დარახველიძე.