რა ეტაპზეა ძიება და რა დაადგინეს? - "ოცნება" ფარცხალაძის საქმეზე აშშ-სგან მტკიცებულებებს ელოდება
რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება და რა მტკიცებულებები აქვს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს?
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ისინი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდებიან.
ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც კი ეს მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, შესაბამისი ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდება.
სახელმმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში უკვე შემდგარ დანაშაულთან დაკავშირებით იყო ჩანაწერი. გამოდის რომ მათ მტკიცებულებები უნდა ჰქონდეთ"- ამბობს კობახოძე.
პირველების კითხვაზე, რა ინფორმაცია მიაწოდა ოთარ ფარცხალაძემ გამოძიებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ალბათ უმჯობესია, ყველაფერი ერთად გასაჯაროვდეს".
აშშ-სგან მტკიცებულებებს ელოდება პარლამენტის თავმჯდომარეც. მისი თქმით, მათ "სამწუხარო" გამოცდილება აქვთ, როცა მოსამართლეებს დაუწესდა სანქციები, ამერიკამ "საჭიროდ არ ჩათვალა, მიზეზები საზოგადოებისთვის აეხსნა".
ვინც ბრალი დასდო, რა თქმა უნდა, იმ მხარეს აქვს უპირველესყოვლისა პასუხისმგებლობა, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს და გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება. იმედი მაქვს, თუ მტკიცებულებები არსებობს, წარმოდგენილი იქნება - გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება"- თქვა პაპუაშვილმა.