ენმ რეპრესიული კანონპროექტის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირისთვის გადაგზავნას ითხოვს
"მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა პარლამენტში," - ამ სიტყვებით მიმართავს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას".
თინა ბოკუჩავა ეხმაურება მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის დამტკიცებასაც მმართველი გუნდი დაჩქარებული წესით გეგმავს. როგორც ბოკუჩავა ამბობს, რეპრესიული კანონი მოსახლეობას პროტესტის გამოხატვისგან ვერ შეაჩერებს.
მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა პარლამენტში, მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე.
რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.