ომბუდსმენი მზად არის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე დაიცვას, თუ ის მიმართავს
სახალხო დამცველი მზად არის აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე დაიცვას. ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სახალხო დამცველის აპარატს ფარცხალაძე მიმართავს, მის უფლებებს ომბუდსმენი დაიცავს.
როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, ამ დროისთვის ოთარ ფარცხალაძეს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მიუმართავს.
ოთარ ფარცხალაძის საკითხზე თუ უფლებრივ ჭრილში მეკითხებით, ამ ურთიერთობაში სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ დაიცვას მოქალაქის უფლებები, ის არ იცავს სახელმწიფო ინსტიტუციის უფლებებს, ინსტიტუციისგან იცავს მოქალაქეს. ჩვენთვის ფარცხალაძეს არ მოუმართავს რაიმე ტიპის განცხადებით, რომ მისი უფლება იზღუდება. ჩემთვის სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მოგვმართავს ნებისმიერი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვალდებული ვართ დავიწყოთ ამ საქმის მოკვლევა, ვნახოთ დასაშვებობა და თუ დასაშვებია, ანუ მიემართება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებს, დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა და შედეგები გავაცნოთ საზოგადოებას. ეს არის ჩვენი მანდატი - ამაზე ვერც მეტს და ვერც ნაკლებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.