მე რევოლუციონერ მწერალს არ ვიცნობ - ხვიჩია სუს-ის განცხადებას მოგონილს უწოდებს
მე რევოლუციონერ მწერალს არ ვიცნობ - ასე ეხმიანება "გირჩის" ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებას, რომ NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები რევოლუციური სცენარისთვის ამზადებენ.
- ცნობისთვის, "პირველებმა" უკვე დაადგინა, ვინ ესწრებოდა ტრენინგს, რომელიც "ოცნებამ" სახელმწიფო გადატრიალების დააგეგმარეს ღონისძიებად მონათლა. გაარკვია, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ ხელოვანები, მწერლები, გამომცემლები.
იაგო ხვიჩია თემის კომენტირებისას ამბობს, რომ სუს-ი იგონებს ამბებს, რომ საზოგადოებას თავგზა აურიოს:
მე რევოლუციონერ მწერალს არ ვიცნობ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ მწერლებს ევალებათ, იყვნენ ადეკვატურები და ხალხს მოუწოდებდნენ უსამართლობას არ დაემორჩილონ, მაგრამ მე ასეთ მწერალს, როგორც გითხარით, არ ვიცნობ. ისინი მაინც სხვა დროში ცხოვრობენ და ბრძოლის სხვა მეთოდები აქვთ არჩეული.ნ მგონია, რომ მწერლები კი არა, ცოტა ხანში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და მოდელები გაეხვევიან ამ საქმეში.
რაც უფრო მეტ ასეთ მტერს მოიგონებ, მით უფრო მეტი პრემიის გამოწერის საშუალება გაქვს, იმისთვის, რომ "აარიდებ" თავს ასეთი ხალხის მიერ მოწყობილ რევოლუციას. პირველად გაიგეთ, რომ სპეციალური სამსახურები იგონებენ ამბავს, რომ საზოგადოებას თავგზა აუბნიონ", -ამბობს იაგო ხვიჩია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები, საცობები, დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.
სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს. მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.