სუს-ში დაკითხვების სერია დაიწყო - გამოკითხვაზე CANVAS საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს

02.10.23 16:46
სუს-ში დაკითხვების სერია დაიწყო - გამოკითხვაზე CANVAS საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს

სუს-ში დაკითხვების სერია დაიწყო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა CANVAS საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გოგიბერიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

დაბარების ოქმი ნინო გოგიბერიძეს დღეს ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მას უსაფრთხოების სამსახურის მთავარ შენობაში ხვალ ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ. მათივე მტკიცებით, "კანვასის" წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს და სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში".

მსგავსი სიახლეები