ჩანაწერების რამდენიმე საათიანი დრამა - სუს-ი გადატრიალების მცდელობაში მწერლებსა და გამომცემლებსაც ადანაშაულებს

02.10.23 16:58
ჩანაწერების რამდენიმე საათიანი დრამა - სუს-ი გადატრიალების მცდელობაში მწერლებსა და გამომცემლებსაც ადანაშაულებს

სუს-ის ფარული ჩანაწერების დრამა რამდენიმე საათიანი აღმოჩნდა. ირკვევა რომ ლილუაშვილის უწყება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, ქართველ მწერლებსაც და გამომცემლებს.

ვის ელაპარაკებოდა 20 წლის წინანდელ გამოცდილებაზე შეხვედრის დრო სერბეთის სამი მოქალაქე, რომელიც სუს-მა ჩაწერა და რევოლუციის მზადებად შერაცხა? - ერთი მწერალი ივა ფეზუაშვილი,  მეორე გამომცემელი გვანცა ჯობავა.

ევროკავშირის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული მწერალი ივა ფეზუაშვილი, გაოგნებული დარჩა როდესაც ტელევიზიით გაიგო, რომ თურმე შეხვედრა, სადაც ის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ევროპაში ცნობილი ადამიანების ლექციას ისმენდა, სუსი მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. 

ტრენინგი იყო არაძალადობრივი პროტესტის შესახებ და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ამ ტრენინგს ჰქონდა იყოს, რომ როგორ მიგვეწვდინა ჩვენი ხმა ფართო საზოგადოებისთვის, მაგალითად მწერალთა სახლში რატომ უნდა ინიშნებოდეს დირექტორი არჩევნების წესით და რატომ არ უნდა ნიშნავდეს პირდაპირ ქალბატონი მინისტრი და ვუყურეთ დოკუმენტურ ფილს მარტინ ლუთერ კინგის შესახებ.

30 ხელოვანს დააბრალო, რომ უნდა ქვეყნის გადატრიალება და რევოლუციის მოწყობა ძალიან სასაცილო და წყენია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საშიშია, ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო ეს ნიუსი, ბრიფინგი. რომ ვნახე, კამერა ჰქონდათ დამონტაჟებული, რომელსაც ყოველთვის ასე ამონტაჟებენ როგორც უნდათ, ამიტომ ძალიან ძნელია უბრალოდ მოქალაქეს აუხსნა მონტაჟი რას ნიშნავს და იქ ჭრა რომ იმ დროს აქვთ გაკეთებული, როდესაც თვითონ სჭირდებათ, რომ რაღაც ორი აზრი მიაწებონ, რომელიც ცალ ცალკე ითქვა და ერთი სხვა ახალი და მათთვის სასარგებლო გამოიყვანონ.

თუ 30 ხელოვანს შეიძლება უსმენდე არ ვიცი შემდეგი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს და მართლა მაშინებს, რომ ხვალ ბელორუსში ან რუსეთში არ გავიღვიძოთ. ჩვენ, არც არასამთავრობო ორგანიზაცია არ გვაქვს, არც პარტია არ გვაქვს, არც დაფინანსება არ გვაქვს, უბრალოდ მგონია, რომ ჩემს უკან დგას სიმართლე, რომ არ შეიძლება ხელოვნებას ებრძოლო ცენზურით, რეპრესიებით და მხოლოდ და მხოლოდ ამას ვაპროტესტებ, მეტს არაფერს", - ამბობს ივა ფეზურაშვილი.