შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე - წულუკიანი კარასინის განცხადებაზე

02.10.23 16:55
შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე - წულუკიანი კარასინის განცხადებაზე

"მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, - ეს განცხადება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. 

მინისტრი კარასინის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოხსენიებას ეხმაურება და ამბობს, რომ კარასინის მხრიდან მსგავსი შეფასებები მიუღებელია. თუმცა, აქვე მინისტრი აცხადებს, რომ თვითონ შეიძლება უფრო კრიტიკულად აფასებდეს პრეზიდენტს. 

რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ასე თქვა. მან თუ ეს ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი შემდეგია, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მსგავსი სიახლეები