მცდელობაა, გადაფარონ ფარცხალაძის აგენტობა - წითლიძე სუს-ის განცხადებაზე

02.10.23 17:15
მცდელობაა, გადაფარონ ფარცხალაძის აგენტობა - წითლიძე სუს-ის განცხადებაზე

 "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა"- ასე აფასებს ანა წითლაძე "სახელმწიფო გადატრიალების" საქმის ირგვლივ აგორებულ კამპანიას. 

დეპუტატი ამბობს, რომ 11 წლის განმავლობაში მსგავსი ბრალდებები არაერთხელ მოუსმენიათ, თუმცა საქმე ბოლომდე არასდროს მისულა, რადგან ყველა ქეისი "პოლიტიკური ნონსენსი" იყო. 

სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება გადატრიალების მცდელობით არაერთხელ გვინახავს. დაახლოებით ასეთ ხუთ საქმეზე მე პირადად ვარ დაკითხული ამ 11 წლის განმავლობაში. ხან საბურავების რევოლუციას გვაბრალებდნენ და ხან კიდევ რას, თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ მისულა. იმიტომ, რომ ეს საქმეები ყოველთვის იყო პოლიტიკური ნონსენსი და ყოველთვის რაღაცის გადასაფარად სჭირდებოდათ. სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებაც ახლა არის იმის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა და სხვა მიზანი ამას არ აქვს"- ამბობს წითლიძე. 

პარლამენტარი ინტერესდება, რატომ არ დაიწყო, სუს-მა გამოძიება ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან რუსეთის აგენტობაში  არის მხილებეული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა. მინდა, ამ განცხადების პასუხად ვკითხო, სად იყო სუს-ი და რას აკეთებდა, რიდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტი იყო? რას აკეთებდა, როდესაც რუსეთის აგენტი ფარცხალაძე კოორდინირებას უწევდა სამართალდამცავ ორგანოებს და ერეოდა არჩევნებში? რას აკეთებს ახლა, როდესაც ამერიკის მიერ უკვე ოფიციალურად აგენტად დეკლარირებული ფარცხალაძე თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში და მას არავინ არაფერს არ უზღუდავს? როგორიც არ უნდა იყოს სუს-ის მცდელობა, რომ აბსურდული ბრალდებები შექმნას, მას აუცილებლად მოუწევს მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა“,- თქვა მან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები,  საცობები,  დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.

სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს.  მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.