ზურაბ აბაშიძე ისევ იმალება - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

02.10.23 17:11
ზურაბ აბაშიძე ისევ იმალება - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

ზურაბ აბაშიძე ისევ იმალება - პრემიერის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ამ დრომდე ერთი სიტყვა არ უთქვამს კარასინის არაეთიკურ განცხადებაზე.

უცნობია, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ კარასინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენის შემდეგ თუ დაურეკა აბაშიძემ რუს დიპლომატს და დაგმო თუ არა მისი ეს განცხადება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს ზურაბ აბაშიძე შენობაში არ დახვდა. ვერც ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, იმყოფება თუ არა შენობაში აბაშიძე.

რუსეთის ოფიციალურმა პირმა დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს „პოლიტიკური შიზოფრენია“ აქვს. 

მსგავსი სიახლეები