ზურაბიშვილი აქტიურად მუშაობას რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - ვოლსკი პრეზიდენტზე

02.10.23 17:34
ზურაბიშვილი  აქტიურად  მუშაობას რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - ვოლსკი პრეზიდენტზე

ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, "ქართულ ოცნებაში" ისევ ამბობენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, თუ ევროპელი პარტნიორები კონსტიტუციის დარღვევაზე თვალს დახუჭავენ, "მათი საქმე კარგად არ ყოფილა". 

თუ ევროპულ მომავალს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები უკავშირებენ იმას, რომ თვალი უნდა დახუჭო კონსტიტუციის აშკარა დარღვევაზე, მაშინ ვერ ყოფილა კარგად მათი საქმე. რეალურად სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟების შედეგები ვიხილეთ, ლატვიის პრეზიდენტის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ ტყუილს ამბობს, ცრუობს. მუშაობას აქტიურად იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები