სერბი ტრენერები სუს-ისგან მათი დაკითხვის ოქმების გასაჯაროებას ითხოვენ, თუ ლილუაშვილი ამას არ იზამს, თვითონ გამოაქვეყნებენ
CANVAS-ის დირექტორი სუს-ის ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი მელაძე ამბობს, ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ლილუაშვილის უწყების განცხადების გამო გაოგნებას ვერ მალავენ.
მელაძის თქმით, მას შემდეგ, რაც სუს-მა შეხვედრის დამონტაჟებული ჩანაწერი გაუშვა, ტრენერები უწყებას დაუმონტაჟებელი მასალის გავრცელებას და მათი გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ითხოვენ.
იმ შემთხვევაში, თუ ტრენერების მოთხოვნა არ შესრულდება, გაუთქმელობის ხელწერილის მიუხედავად, ისინი აპირებენ, დოკუმენტები თავად გაასაჯაროონ.
მათ დაკითხვაზე შეიყვანეს ჩვენი სერბი კოლეგები და მოსთხოვეს, რომ ამის შესახებ არ ელაპარაკათ და მერე ადგნენ და თვითონ გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც 20-ჯერ დაჭრეს, ახლა თქვენ მითხარით თორემ მე ამ საქმის მცოდნე არ ვარ. ე.ი. ნიშნავს, რომ რაღაცეები ამოჭრეს და რაღაცეები გაუშვეს.
ხელისუფლება დღეს არის არაადეკვატური, ნებისმიერ პროტესტ ის აღიქვამს არაადეკვატურად, ამიტომ მასზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ რთულია. გასულები არიან უკვე ამ ნორმის მიღმა დგანან , ამიტომ კულტურის სფერო იქნება ბიზნესის სფერო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ.
სერბი კოლეგები მოუწოდებენ სუს სრულად გამოაქვეყნოს მათი დაკითხვის ოქმები და თუ ამას არ იზამს თვითონ გამოაქვეყნებენ. სუსმა ეს უნდა დადოს პრაიმთაიმში, ანუ 8 საათზე, როცა ყველა უყურებს ტელევიზორს და მეტმა უნდა გაიგოს იმიტომ, რომ იქ არაფერი კონსტიტუციის საწინააღმდეგო არ არის, პირიქით, მთელი ამ ტრენნინგის აზრი კონსტიტუციის დაცვაა", - ამბობს გიორგი მელაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რევოლუციისთვის NGO-ებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მოწვევით თბილისში ჩამოსული ტრენერები ამზადებენ. საუბარია, სერბეთის მოქალაქეებზე. უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს ასწავლეს როგორ იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ მოაწყონ პიკეტები, საცობები, დესტრუქცია და როგორ ჩამოშალონ ხელისუფლება.
სუს-მა გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია. მას დაახლოებით ოცი ჭრა აქვს. მასალაში ისმის რომ სერბეთის მოქალაქეები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.