"ქალბატონო თინა, არ გიხდებათ ყვირილი“, „არავინ გეკითხებათ, მე რა მიხდება", "სასაცილოა ეს ამება" - დაპირისპირება პარლამენტში

02.10.23 17:28
"ქალბატონო თინა, არ გიხდებათ ყვირილი“, „არავინ გეკითხებათ, მე რა მიხდება", "სასაცილოა ეს ამება" - დაპირისპირება პარლამენტში

„ქალბატონო თინა, არ გიხდებათ ყვირილი“, „თქვენ არავინ გეკითხებათ, მე რა მიხდება და რა არა,“ - პარლამენტში ფორსირებული წესით მანიფესტაციის შესახებ კანონის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ ცვლილებები კანონში, მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მმართველ პარტიას მოახლოებული დიდი საპროტესტო ტალღის ეშინია და კანონში ცვლილებებიც აქციების მართვისთვის სჭირდებათ.

კანონპროექტზე მსჯელობას რამდენჯერმე მოჰყვა სხდომაზე დაპირისპირება. ერთმანეთს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე დაუპირისპირდნენ.

რატომ არის საჭირო კანონში ცვლილებების ფორსირებული წესით შეტანა, ამაზე მომხსენებელმა გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე სუს-ის განცხადებიდან რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა, სხვა დასაბუთება სახელისუფლებო გუნდს არ აქვს. 

ძალიან კარგად ხვდებით, რომ მიზეზი არ გაქვთ კრიტიკით. უნდა დაიწყოთ რუსულის ბევრჯერ გამეორება. ნუ ჩართავთ უჩემოდ მიკროფონს. არ უნდა ახლა ყვირილი. ქალბატონო თინა, არ გიხდებათ ყვირილი და დესტრუქციული ქმედებები, არ შეგშვენით,“ - ამბობს სარჯველაძე.

 

თქვენ არავინ გეკითხებათ, მე რა მიხდება და რა არა, რა ფორმულირებაა, რას ნიშნავს. შემოგაქვთ მორიგი კანონი, რომელიც უკანონოდ შეზღუდავს თავისუფლებას. არავის არ შეეშინდება, ის, რომ უსაფრთხოებისთვის სუს-ის ბოდვას, ბრიფინგს იყენებთ იმისთვის, რომ კანონი გამოსცეთ?“ - მიმართა ბოკუჩავამ მიხეილ სარჯველაძეს.

გარდა სარჯველაძისა თინა ბოკუჩავას მიმართ კრიტიკული განცხადებები „ოცნების“ სხვა დეპუტატებმაც გააკეთეს.

მიდი, მიშას უთხარით, რომ ფარჩაკები ვართ, არაფერი არ გამოგვდის თინა მორალური პედესტალიდან გვესაუბრებოდეს, მართლაც, წარმოუდგენელია... მორალი წაუკითხოს იმას ხან ქართული რომ ავიწყდება და ხან ფრანგული. ეს მართლა ფარჩაკი პარტია ვერ ეღირსება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში,“ - აღნიშნა ბოკუჩავას მისამართით ალუდა ღუდუშაურმა.

უკიდურესად სასაცილოა ეს ამება," - თქვა ბოკუჩავამ ღუდუშაურის მისამართით. 

თინა ბოკუჩავამ პროტესტის ნიშნად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა დატოვა.

„ქართული ოცნება" დროს არ კარგავს. მმართველმა პარტიამ სასწრაფო წესით პარლამენტში კომიტეტის სხდომა ჩანიშნა და შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო. 
ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს საკითხი შესასწავლად ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს გადაიგზავნოს.

 

მსგავსი სიახლეები