რა ახსნა აქვს სუს-ის უმოქმედობას და დუმილს ოთარ ფარცხალაძის საქმეზე?
რა ახსნა აქვს სუს-ის უმოქმედობას და დუმილს ოთარ ფარცხალაძის საქმეზე. პარტია "ლელოში" ორ მიზეზს ასახელებენ. პირველი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან არ აქვს ასეთი რეზონანსული საქმის გამოძიების უნარი ან მეორე - ისინი მიზანმიმართულად აფარებენ ხელს ივანიშვილის სანდო კაცს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასუსულია ფარცხალაძის საქმეზე, ამას აქვს ორი ახსნა, პირველი, რომ საერთოდ არაეფექტურია ეს უწყება და ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მისი გაუქმება არის ლოგიკური გამოსავალი, ან ის თანამშრომლობს, ხელს უწყობს და თავად არის ფარცხალაძის სქემის ნაწილი, რომელიც რუსული გავლენების საქართველოში გავრცელებას და რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობას გულისხმობს"- ამბობსპარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი