სასაცილოა, 30 ხელოვანს დააბრალო რევოლუციის მოწყობა - ივა ფეზუაშვილი სუს-ს პასუხობს
ევროკავშირის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული მწერალი ივა ფეზუაშვილი სუს-ის ბრალდებას სასაცილოს უწოდებს.
ის "პირველებთან" ამბობს, რომ გაოგნებული დარჩა როდესაც ტელევიზიით გაიგო, რომ თურმე შეხვედრა, სადაც ის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ევროპაში ცნობილი ადამიანების ლექციას ისმენდა, სუსი მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.
ტრენინგი იყო არაძალადობრივი პროტესტის შესახებ და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ამ ტრენინგს ჰქონდა იყოს, რომ როგორ მიგვეწვდინა ჩვენი ხმა ფართო საზოგადოებისთვის, მაგალითად მწერალთა სახლში რატომ უნდა ინიშნებოდეს დირექტორი არჩევნების წესით და რატომ არ უნდა ნიშნავდეს პირდაპირ ქალბატონი მინისტრი და ვუყურეთ დოკუმენტურ ფილს მარტინ ლუთერ კინგის შესახებ.
30 ხელოვანს დააბრალო, რომ უნდა ქვეყნის გადატრიალება და რევოლუციის მოწყობა ძალიან სასაცილო და საწყენია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საშიშია, ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო ეს ნიუსი, ბრიფინგი. რომ ვნახე, კამერა ჰქონდათ დამონტაჟებული, რომელსაც ყოველთვის ასე ამონტაჟებენ როგორც უნდათ, ამიტომ ძალიან ძნელია უბრალოდ მოქალაქეს აუხსნა მონტაჟი რას ნიშნავს და იქ ჭრა რომ იმ დროს აქვთ გაკეთებული, როდესაც თვითონ სჭირდებათ, რომ რაღაც ორი აზრი მიაწებონ, რომელიც ცალ ცალკე ითქვა და ერთი სხვა ახალი და მათთვის სასარგებლო გამოიყვანონ.
თუ 30 ხელოვანს შეიძლება უსმენდე არ ვიცი შემდეგი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს და მართლა მაშინებს, რომ ხვალ ბელორუსში ან რუსეთში არ გავიღვიძოთ. ჩვენ, არც არასამთავრობო ორგანიზაცია არ გვაქვს, არც პარტია არ გვაქვს, არც დაფინანსება არ გვაქვს, უბრალოდ მგონია, რომ ჩემს უკან დგას სიმართლე, რომ არ შეიძლება ხელოვნებას ებრძოლო ცენზურით, რეპრესიებით და მხოლოდ და მხოლოდ ამას ვაპროტესტებ, მეტს არაფერს", - ამბობს ივა ფეზურაშვილი.