კასპის მერიამ ერთ წელში რუსულ ტრენაჟორებში 331 321 ლარი გადაიხადა - "თავისუფლების ინსტიტუტი"
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში 331 321-ლარი რუსულ ტრენაჟორების შესყიდვაში დახარჯა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" ავრცელებს.
ახალი კვლევის თანახმად, კასპის მერიამ 2022 წლის ივლისის თვეში რუსულ ტრენაჟორებში 148 302 ლარი, ხოლო 2023 წლის აპრილს 183 019 ლარი გადაიხადა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესების შემდეგაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია არ წყვეტს რუსული ტრენაჟორების შესყიდვას.
2022-2023 წლებში კასპის მუნიციპალიტეტმა რუსული წარმოშობის ROMANA-ს მარკის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და საჩრდილობელი ფანჩატური ცამეტ ლოკაციაზე დაამონტაჟა.
2022 წლის ივლისში რუსულ ტრენაჟორებში 148 302 ლარი გადავიხადეთ, ხოლო 2023 წლის აპრილში - 183 019 ლარი.
ორივე ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო შპს "ჯეო პარკმა", კომპანიას ჯამში - 331 321 ლარი გადავუხადეთ.
კასპის მუნიციპალიტეტის შესყიდვები: NAT230007070, NAT220012784 - აღნიშნულია განცხადებაში.