16 საათი ისტორიულ პროცესამდე - ხვალ საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ

02.10.23 19:47
16 საათი ისტორიულ პროცესამდე - ხვალ საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ

საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ, 16 საათი ისტორიულ პროცესამდე. ახლა ყველას აინტერესებს, მიიყვანენ თუ არა იძულებით საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე. ჯერ უცნობია, რას აპირებს   ზურაბიშვილი. ის  ამ დრომდე ფიქრობს ჩავიდეს  თუ არა ბათუმში და დაჯდეს თუ არა კობახიძის პირისპირ მოპასუხის სკამზე.  

"თუ თვითონ არ მოვა, იძულებით გამოვკითხავთ"- თქვა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ასეთი რამ არასდროს მომხდარა. პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს  იმპიჩმენტს უცხადებენ. 

პრეზიდენტის იძულებით მიყვანა პროცესზე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლოს მისი წარმომადგენლის პასუხები. შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, მოუწევთ თუ არა პირისპირ დადგომა სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს.

სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა იმ სარჩელის ავტორი, რომლითაც ხელისუფლება პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავს. ქართულ ოცნებას ხვალინდელ სხდომაზე  კობახიძესთან ერთად კიდევ  4 დეპუტატი წარმოადგენს.   საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს 15 ოქტომბრამდე გამოაცხადებს.

16 საათი იმპიჩმენტამდე - ყველა დეტალი რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟიდან

მსგავსი სიახლეები