პრეზიდენტის ყველა შეხვედრა გაშიფრულია - ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციოს მითითებებს აძლევს

02.10.23 20:12
პრეზიდენტის ყველა შეხვედრა გაშიფრულია - ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციოს მითითებებს აძლევს

მომჩივანი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის განხილვას პირადად დაესწრება და თან წაიყვანს კიდევ ოთხ თანაგუნდელს. ისტორიულ პროცესამდე ერთი დღით ადრე "ოცნების" ბოსმა მოსამართლეთა პლენუმს პრაქტიკულად მიუთითეს, რა უნდა გააკეთონ. კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად უკვე აღიარა, ახლა მხოლოდ  ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაფორმებაღა დარჩა. კობახიძე დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტი პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდება. 

სალომე ზურაბიშვილის ყველა შეხვედრა დათვლილი და გაშიფრულია. ციტატებად აქვთ მონიშნული, რომელმა ლიდერმა რა უთხრა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრებზე. ახლა ეს ყველაფერი ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება გამოყენებული. დროც, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად შეარჩიეს. რამდენიმე კვირაში ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს. ამ ფონზე კი პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის რეპუტაციისთვის დამანგრეველია. ამიტომ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს ეჭვი აღარ ეპარება, რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილის გუნდი.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ყველა დეტალი გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები