სად არის სალომე ზურაბიშვილი? - რა ინფორმაცია მიაწოდეს "პირველებს"

02.10.23 20:08
სად არის სალომე ზურაბიშვილი? - რა ინფორმაცია მიაწოდეს "პირველებს"

რა ხდება ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში? -  ერთადერთი მინიშნება, რაც პრეზიდენტმა გააკეთა ბელგიის მეფის მიმართ გაგზავნილი წერილია, სადაც ზურაბიშვილი მონარქს ვიზიტის გაუქმებისთვის ბოდიშს უხდის და ამ ფაქტს მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესით ხსნის. ეს წერილი აჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი გეგმავს ბათუმში ჩასვლას.

სად არის სალომე ზურაბიშვილი? - მან ორბელიანების სასახლე სამუშაო დროის დასრულების შემდეგ დატოვა. "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გვითხრეს, რომ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ სალომე ზურაბიშვილის ბათუმში წასვლას. მის საცხოვრებელ სახლთან კი დუმილია, მიმდებარე ტერიტორიაზე პრეზიდენტის დაცვა არ შეინიშნება.

რუსუდან ჯაბანიშვილი არკვევდა,  სალომე ზურაბიშვილის ადგილსამყოფელს. 

მსგავსი სიახლეები