"ოცნება" პრეზიდენტს გადაყენებას უპირებს, მოსკოვი კი შეურაცხყოფას აყენებს

02.10.23 20:18
"ოცნება" პრეზიდენტს გადაყენებას უპირებს, მოსკოვი კი შეურაცხყოფას აყენებს

"ოცნება" პრეზიდენტს გადაყენებას უპირებს, მოსკოვი კი შეურაცხყოფას აყენებს. სალომე ზურაბიშვილი მიზანში გრიგორი  კარაბინმა ამოიღო, რომელმაც  ქვეყნის მთავარსარდალი პრაქტიკულად "შიზოფრენიით" დაავადებულად  გამოაცხადა. კარაბინს არ მოეწონა ზურაბიშვილის განცხადება, როცა პრეზიდენტმა თქვა, რომ "თუ რუსეთს არავინ შეაჩერებს,  მომდევნო სამიზნე საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან".

საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ დაუგმია. არ გაუკრიტიკებია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი განცხადება და არც მისი მონაწილეობით არსებული ფორმატის გაუქმებაზე ფიქრობს. იმალება ზურაბ აბაშიძე, რომელიც დიდი ხანია კარასინთან სასაუბროდ  დადის, თუმცა უკვე 11 წელია არანაირი სარგებელი ქვეყანას  აბაშიძე-კარაბინის მოლაპარაკებებიდან არ  უნახავს.

პრეზიდენტის შეურაცხყოფა მოსკოვიდან და "ქართული ოცნების" დუმილი - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟი