20 ნაწილად გაჭრილი ჩანაწერები და მტკიცება, რომ გადატრიალებას მწერლები გეგმავდნენ - რა ამხილა რეალურად სუს-ის ვიდეომ
ფარული ჩანაწერების რამდენიმე საათიანი დრამა დიდი შარი მხოლოდ "ოცნებისთვის" აღმოჩნდა. ვიდეომასალა, რომელიც სუს-ისთვის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, რეალურად მისივე მხილება აღმოჩნდა. სუს-ი უსმენდა და უთვალთვალებდა ხელოვანებსაც კი და ახლა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მწერლები, მეცნიერები და გამომცემლები გეგმავდნენ. სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ლექციები კი ამის მოსამზადებელი ეტაპი იყო.
ჩანაწერი 20 სხვადასხვა ნაწილისგან შედგება და დამონტაჟებულია. მასალის გაშიფვრის შედეგად ირკვევა ისიც, რომ არის უზუსტობები, მათ შორის თარიღებთან დაკავშირებით. ამ ბუნდოვანი ჩანაწერებით სუს-ი ამტკიცებს, რომ "კანვასი" თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდა, ორგანიზაციის წევრები კი საქართველოში ამერიკული პროგრამის ფარგლებში მოიწვიეს. ანუ "ოცნების" ხელისუფლება შტატების მთავრობას ჩვენს ქვეყანაში გადატრიალების ორგანიზატორად აცხადებს, რასაც საელჩოსგან უმწვავესი რეაქცია უკვე მოჰყვა.
ფარული ჩანაწერების დრამა - ნანუკა ქაჯაია ყველა დეტალი