კანონი აქციების წინააღმდეგ - "ოცნება" პოლიტიკურ შიშებს კანონში ასახევს

02.10.23 20:29
კანონი აქციების წინააღმდეგ - "ოცნება" პოლიტიკურ შიშებს კანონში ასახევს

"შიშით შეპყრობილი ხელისუფლების რეპრესიული კანონი"-  ყველა ის ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოხვალთ, უმკაცრესად დაისჯებით - ასეთია "ოცნების" გზავნილი იმ პირების მიმართ, ვისაც  გამოხატვის თავისუფლება აძლევს საშუალებას, მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში. "ქართული ოცნება" წესებს ცვლის და რეპრესიულ კანონს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს. 

ვინც კარავს დადგამს, ნებისმიერ კონსტრუქციას, მათ შორის, ხმის გამაძლიერებლებს გამოიყენებს, დაისჯება. ახალი ცვლილებებით ხელისუფლება პრაქტიკულად აანონსებს მასობრივი დაკავებების სერიებს. ამ მეთოდებით კი ქუჩაში გამოსულ ხალხს მხოლოდ რუსეთში ებრძვიან, აქედან გამომდინარე, დაანონსებული აკრძალვები  უკვე შეფასდა, როგორც ახალი რუსული კანონი.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები