ძალადობის, ტერორისა და შანტაჟის ერთი წელი - 60 წლამდე ბიზნესმენს უვადო პატიმრობა ემუქრება
ძალადობის, ტერორისა და შანტაჟის ერთი წელი - უმძიმესი ისტორიები, რომლებსაც არასრულწლოვანები ჰყვებიან. მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბიზნესმენ უვადო პატიმრობა ემუქრება.
საუბარია რამდენიმე ათეულ მოზარდზე, რომლებიც ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თავად ბრალდებულის მიერ გადაღებული ვიდეოა, სადაც ძალადობის ფაქტი დასტურდება. მას ხელბორკილები იმ დროს დაადეს, როდესაც "შაბათის ეთერი" საგამოძიებო რეპორტაჟზე მუშაობდა.