გააპარეს თუ არა ქვეყნიდან რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე?
გააპარეს თუ არა ქვეყნიდან რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე. "პირველების" ინფორმაციით, ყოფილმა გენპროკურორმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ შს სამინისტროს და სუსს კითხვაც არ გააჩნიათ. ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმე და სრული დუმილი ძალოვანი უწყებებიდან.
ეს ყველაფერი კი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ გამოძიება ლილუაშვილმა იძულებით, მხოლოდ ფორმალურად დაიწყო და არანაირი შედეგი არ დადგება. ამას ადასტურებს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებიც, რომლებიც მთელი სამი კვირის განმავლობაში ფარცხალაძეზე არიან გადაფარებული.