"ოცნებამ" განგაშის სიგნალი ჩართო - ხელისუფლება ელოდება, რომ პრეზიდენტი გრიგორიდისს შეიწყალებს

02.10.23 20:38
"ოცნებამ" განგაშის სიგნალი ჩართო - ხელისუფლება ელოდება, რომ პრეზიდენტი გრიგორიდისს შეიწყალებს

 

 

 

"ქართულმა ოცნებამ" განგაშის სიგნალი ჩართო - მმართველი პარტია ელოდება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

პრეზიდენტზე ზეწოლა უკვე დაიწყო: "თუ სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს ეს იქნება კრიმინალის წახალისება"- ამბობს მდინარაძე.

ჩვენ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მისგან ასეთიც კი არ არის გამორიცხული, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი განთავისუფლების მცდელობა, არის მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით. ეს სიგნალი უნდა, რომ გააგზავნოს იმ მავნებლურმა ძალამ, რომელსაც საქართველოსი ოპოზიცია ჰქვია. თუ ამას საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ბუნებრივია, ისიც თანამონაწილე იქნება ამ სიგნალის - აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები