ოპოზიციიდან ყველას ვერ ვენდობით, მხოლოდ ჩვენს პარტიაზე ვაგებ პასუხს - პეტრე ცისკარიშვილი იმპიჩმენტზე

02.10.23 21:28
ოპოზიციიდან ყველას ვერ ვენდობით, მხოლოდ ჩვენს პარტიაზე ვაგებ პასუხს - პეტრე ცისკარიშვილი იმპიჩმენტზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება "ტვ პირველის" ეთერში პეტრე ცისკარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის სხვა ოპოზიციურ დეპუტატებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა ცალსახად იძახის, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.

ცისკარიშვილის თქმით, ბოლოს აუცილებლად აეხდება ფარდა იმას, თუ რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხმას მისცემს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

ჩვენი ფრაქცია ამ სხდომაზე შესვლას არ აპირებს. პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ ფრაქცია არ დაესწრება სხდომას. ოპოზიციონერ კოლეგებს ყველას ვერ ვენდობით, მხოლოდ ჩვენს ფრაქციაზე ვაგებთ პასუხს. თუმცა მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაპირებას გააკეთებ პოლიტიკოსი, რომ არ აპირებ ხმის მიცემას, მძიმე დარტყმის ქვეშ დაიყენებ საკუთარ თავს, რადგან ბოლოს მაინც გამოჩნდება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წარმომადგენლებიდან ვინმე თუ მისცემს ხმას - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები