ქოცური ინსტინქტია, რომ გადაეფარონ ოლიგარქ ფარცხალაძეს, მას ბევრი ინფორმაცია აქვს - ცისკარიშვილი
"ქართული ოცნების" სპეცოპერაცია ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიზეზებზე საუბრობენ. როგორც პეტრე ცისკარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ეკა მიშველაძის "პოლიტიკურ ამბებში განაცხადა, მმართველი პარტიისთვის ოთარ ფარცხალაძე ოლიგარქია. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, პოლიტიკოსი ამბობ, რომ მტკიცებულებს, რომელიც ადასტურებს, რომ ფარცხალაძე რუსეთის აგენტია, ამერიკა კობახიძეებსა და მურუსიძეებს არ წარუდგენს.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად იციან, ვის და რატომ ასანქცირებენ.
ოთარ ფარცხალაძე არის მათი ნომერ ორი ან სამი ოლიგარქი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რესურსები, ამიტომ ქოცური ინსტინქტი იყო, რომ გადაფარებოდნენ. საკუთარი თავებისთვის მათ პრევენცია გააკეთეს. აშშ მტკიცებულებებს არც კობახიძეებს და არც მურუსიძეებს არ წარუდგენს, თავად იციან ვის და რატომ ასანქცირებენ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.