მოიაზრებს თუ არა ზურაბიშვილს "ლელო" ალიანსში? - რას ამბობს პარტიის ლიდერი

02.10.23 22:35
მოიაზრებს თუ არა ზურაბიშვილს "ლელო" ალიანსში? - რას ამბობს პარტიის ლიდერი

მოიაზრებს თუ არა ზურაბიშვილს "ლელო საქართველოსთვის" ალიანსში? - პარტიის ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათ მთავარ მიზანს ისეთი პლატფორმის შექმნა წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებას დადებით შედეგს მოუტანს.

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადადგმული ნაბიჯები ქვეყნისთვის სასარგებლოა, თუმცა "ლელო" აპირებს თუ არა მასთან ერთად პოლიტიკური ალიანსის შექმნას, უცნობია.

ვისთან ერთად მოხდება ერთიანი პლატფორმის შექმნა, ამისი თქმა ძნელია. ჩვენ გვაქვს დრო, რომ სწორად ვიმოქმედოთ და ისეთ კოორდინაციას მივაღწიოთ, რომელიც მოგვიტანს შედეგს. ამოცანა არის სწორედ ასეთი ერთობის შექმნა, როდესაც პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ მთავარი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. სალომე ზურაბიშვილთან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით პოზიციების თანხვედრა. საუბარი პოლიტიკურ ალიანსზე ნაადრევია, თუმცა მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯების ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა. არ მინდა საჯაროდ საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით, განვაცხადოთ, რა ფორმით, როგორი გზით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ გავასაჯაროვებთ - აღნიშნა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები