ოცნებას სტატუსი არ უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მესიჯია - ზვიად ძიძიგური

02.10.23 22:46
ოცნებას სტატუსი არ უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მესიჯია - ზვიად ძიძიგური

ოცნების ყოფილი წევრი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არ უნდა. როგორც ძიძიგურმა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყებაც ამისი გარკვეული მესიჯია. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას 2024 წლის არჩევნების ჩატარება ისევ ძველი მოდელით უნდა, როდესაც ადგილი ჰქონდა მასიურ დაშინებასა და ძალადობას.

სალომე ზურაბიშვილის შეშინება მარტივი არ არის. იმპიჩმენტი, რომელიც ახლა მის მიმართ არის წამოწყებული, პოლიტიკური ტრიუკია. პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად ცდილობს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ასეთ პრეზიდენტს უცხადებენ იმპიჩმენტს, ეს პოლიტიკური მესიჯია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მართ არ უნდათ სტატუსის მიღება. მათ უნდათ, რომ 2024 წლის არჩევნები თავის ჭკუაზე ჩაატარონ, ხელების გადაგრეხით, ძველი ბიჭების მონაწილეობით - აღნიშნა ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები