ჩვენი გზები ამიტომ გაიყო! - ეკა ბესელია "ოცნებაზე"
"ამ პროცესმა მკაფიოდ აჩვენა, თუ რის გამო გაიყო ჩემი და "ქართული ოცნების" გზები" - ეკა ბესელია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ სასამართლო სისტემა იყო ის ფუნდამენტური განსხვავება, რის გამოც "ქართული ოცნებისა" და მისი გზები გაიყარა.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულმა იმპიჩმენტის პროცესმა ეს ყველაფერი აჩვენა. ის იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ფაქტთან დაკავშირებული აზრები მაინც გაიყოფა, რადგან მართლმსაჯულების გამართულ სისტემას აქვს უნარი, ასეთი მნიშვნელოვანი პროცესების შეჩერებისა.
ამ პროცესმა კიდევ ერთხელ და მეტად აჩვენა, რის გამოც ჩვენი გზები გაიყო "ქართულ ოცნებასთან". მართლმსაჯულების სისტემას და სასამართლოს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, შეუძლია ამ ძალიან ცუდი პროცესის შეჩერება. ის ნორმა, რომელსაც პრეზიდენტს ედავებიან, კანონმდებლის მიზანი და ამოცანა არ არის ის რომ პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი წესით არჩეული პირია ყველა ვიზიტის დროს მას სპეციალური ნებართვები მიეღო - აღნიშნა ბესელიამ.