საქართველოს პრეზიდენტს დღეს ასამართლებენ - 2 საათი ისტორიულ პროცესამდე

03.10.23 09:59
საქართველოს პრეზიდენტს დღეს ასამართლებენ - 2 საათი ისტორიულ პროცესამდე

საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ - 2 საათი ისტორიულ პროცესამდე. ახლა ყველას აინტერესებს, მიიყვანენ თუ არა იძულებით საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე. ჯერ უცნობია, რას აპირებს   ზურაბიშვილი - მივა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ასეთი რამ არასდროს მომხდარა. პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს  იმპიჩმენტს უცხადებენ. 

პრეზიდენტის იძულებით მიყვანა პროცესზე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლოს მისი წარმომადგენლის პასუხები. შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, მოუწევთ თუ არა პირისპირ დადგომა სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს.

სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა იმ სარჩელის ავტორი, რომლითაც ხელისუფლება პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავს. ქართულ ოცნებას დღევანდელ სხდომაზე  კობახიძესთან ერთად კიდევ  4 დეპუტატი წარმოადგენს.   საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს 15 ოქტომბრამდე გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები