პრეზიდენტი და მისი მხარე სამართლებრივ არგუმენტს ვერ წარმოადგენენ - მდინარაძე
2 საათი ისტორიულ პროცესამდე - "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს რომ პრეზიდენტი და მისი მხარე სასამართლო სხდომაზე სამართლებრივ არგუმენტს ვერ წარმოადგენენ.
მდინარაძის თქმით, პროცესზე ვერ იქნება ვერცერთი ისეთი არგუმენტი, რომლითაც შეიძლება გამართლდეს პრეზიდენტის საქციელი, საუბარია ევროპაში ვიზიტებზე.
უკვე მარაზმში გადავდივართ, რომ ვერ გავარკვიეთ, ვერც ოპოზიცია და ვერც ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის დეპუტატი იმაში, რომ ეს არ არის პრეზიდენტის საქმე თუ ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ნებართვას არ მისცემს. ამაზე უნდა იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში და ძალიან მაინტერესებს რა უნდა თქვას. წინასწარ გეტყვით, რომ მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია იქნება. პრეზიდენტი და მისი მხარე სამართლებრივ არგუმენტს ვერ წარმოადგენენ, ვერ მოიფიქრებენ რელევანტურ არგუმენტს, რითაც შეიძლება გამართლდეს პრეზიდენტის ეს საქციელი. ეს არის ხვალინდელი დღის მოლოდინი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ახლა ყველას აინტერესებს, მიიყვანენ თუ არა იძულებით საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე. ჯერ უცნობია, რას აპირებს ზურაბიშვილი - მივა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში.
ასეთი რამ არასდროს მომხდარა. პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებენ.