კოპალეიშვილის პოზიცია აბსოლუტურად უსუსურია - კობახიძე

03.10.23 11:09
კოპალეიშვილის პოზიცია აბსოლუტურად უსუსურია - კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიცია "აბსოლუტურად უსუსურია".

კობახიძის თქმით, კოპალეიშვილის პოზიცია არასერიოზულია და "ოცნების" თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე უფრო მეტს მოისმენს

"მე გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს, მათ შორის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა. სერიოზულად ვერც განიხილავ იმ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. იმედია, დღეს ცოტა მეტს მოვისმენთ, მათ შორის მისგან [პრეზიდენტისგან]. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მარტივად... კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს. აბსოლუტურად არასერიოზულია, რაზეც იქ არის საუბარი", - განაცხადა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან. ჯერ კიდევ გაუგებარია, თვითონ დაესწრება თუ არა არსებით განხილვას. 

მსგავსი სიახლეები