წავა თუ არა "ოცნების" ოპოზიციაში? - პრეზიდენტის ექსკლუზიური კომენტარი "პირველებთან"
პრეზიდენტი თბილისშია - სალომე ზურაბიშვილი ბათუმში არ ჩადის.
"ყველაფერი კარგად იქნება" - უთხრა მან "პირველების" კორესპონდენტს საცხოვრებელ სახლის დატოვებისას.
ნანუკა ქაჯაიამ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციასთანაც ჩაწერა, პრეზიდენტმა თქვა მხოლოდ ის, რომ მან "სწორი არჩევანი გააკეთა, როცა, მის წარმომადგენლად თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი შეარჩია.
"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - თქვა ზურაბიშვილმა კითხვაზე, ჩავა თუ არა ის ხვალ მაინც ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში.
მთავარსარდალმა არ უპასუხა კითხვას, უქმნის თუ არა, მას უხერხულობას ირაკლი კობახიძესთან პირისპირ დაჯდომა?
"აქ ვარ"- თქვა პრეზიდენტმა.
პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებენ.
"ქართულ ოცნებას" დღევანდელ სხდომაზე კობახიძესთან ერთად კიდევ 4 დეპუტატი წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს 15 ოქტომბრამდე გამოაცხადებს.