ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში - ტურავა პრეზიდენტის არჩასვლაზე

03.10.23 11:30
ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში - ტურავა პრეზიდენტის არჩასვლაზე

 

 

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - განცხადება რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ გააკეთა. 

ტურავას თქმით, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლები სრულყოფილად ვერ წარმოადგენენ პრეზიდენტის არგუმენტებს, მაშინ სასამართლო უფლებამოსილია, რომ ხვალინდელ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრება მოითხოვონ.

ტურავა პირდაპირ აცხადებს, რომ ევროპულ ვიზიტებზე სწორედ პრეზიდენტს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია.

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. შეიძლება, პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით სხდომაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სხდომაზე, თუ დავინახეთ, რომ წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტი, არ ვიცი, ვერ გეტყვით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, განჩინებით დაადგინოს, ხვალინდელ სხდომაზე მისი გამოცხადება.

საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომელსაც ვიხილავთ და რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში, არის სწორედ ის გარემოებები, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია, აქვს მხოლოდ პრეზიდენტს". - ამბობს ტურავა.

მსგავსი სიახლეები