სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა სასამართლოსთვის უკეთესია, თუ პრეზიდენტი დაესწრება - გიორგი კვერენჩხილაძე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება აუცილებელი არ არის, თუმცა უკეთესია, თუ პრეზიდენტი სხდომას დაესწრება.
ამასთან, კითხვაზე, მივა თუ არა პრეზიდენტი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
"სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა სასამართლოსთვის უკეთესია, რომ კარგად გამოიკვლიოს. იცით რა, მე მესმის საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე თქვენი ლეგიტიმური ინტერესი, თუმცა, არცერთ სახელმწიფოში მოსამართლეს არ ეკითხებიან განხილვის ეტაპზე მყოფ საქმესთან დაკავშირებით არაფერს. ვერ გეტყვით, ჰკითხეთ იურისტებს, ბოდიშს გიხდით, მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით".- ამბობს კვერენჩხილაძე.