სასურველი იქნება თუ პრეზიდენტი მოვა - ევა გოცირიძე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის განცხადებით, კარგი იქნება, რომ პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მივიდეს.
გოცირიძის თქმით, თუ ისეთი საკითხები წამოიჭრა, რაზე უშუალოდ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გასცეს პასუხები, მაშინ საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი მოწვევა მოუწევს სასამართლოს.
სასურველი იქნება თუ მოვა. არ ვიცი მოვა თუ არა, არ შეუტყობინებია ჩემთვის. თუ ისეთი საკითხები წამოიჭრა საქმეში, სადაც ჩავთვლით საჭირო, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, მაშინ შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ.
ყველაფერი გადაწყდება კონსტიტუციის შესაბამისად". - განაცხადა ევა გოცირიძე.