პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ზურაბიშვილის წარმომადგენლები საკონსტიტუციოში არიან
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არიან.
სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში წუთი წუთზე დაიწყება.
პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებენ.
"ქართულ ოცნებას" დღევანდელ სხდომაზე კობახიძესთან ერთად კიდევ 4 დეპუტატი წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს 15 ოქტომბრამდე გამოაცხადებს.