დარბაზი, სადაც პრეზიდენტს ასამართლებენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებით გადაავსეს - ოპოზიცია
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ოპოზიციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ დარბაზში, სადაც სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უცხადებენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიიყვანეს. დარბაზი სრულად გადავსებულია, ამიტომ ოპოზიციის წევრების დარბაზში შესვლა გართულებულია.
დარბაზი გადავსებულია ქართული ოცნების აქტივისტებით წევრებითა და მხარდამჭერებით იმისთვის, რომ არ გვქონოდა შესვლის შესაძლებლობა, გაუგებარი რამ ხდება დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაშინ, როცა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს ქართული ოცნება იწყებს, ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირის საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომელსაც შინაარსობრივად გამართული პროდასავლური პოზიცია და ის შრომობს ამ საკითხებისთვის. ფაქტია, რომ დღეს ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში დადგამს ფარს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც წარმოვადგინეთ სასამართლოს მეგობრის დასკვნა შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციით, რატომ არის საერთოდ შემცდარი და მცდარ პოზიციებზე მყოფი ქართლი ოცნება", - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.