კობახიძე საკონსტიტუციოშია - "ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხელი არ ჩამოართვა
კობახიძე საკონსტიტუციოშია - "ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს ხელი არ ჩამოართვა და არ მიესალმა.
კობახიძესთან ერთად იმყოფება ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი.
"ოცნების" თავმჯდომარისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირებს მიესალმა ანრი ოხანაშვილი.
ისტორიული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში წუთი წუთზე დაიწყება.
პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებენ.
"ქართულ ოცნებას" დღევანდელ სხდომაზე კობახიძესთან ერთად კიდევ 4 დეპუტატი წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს 15 ოქტომბრამდე გამოაცხადებს.