იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. კარვების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. კარვების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ დაინიცირებულ "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცნობისთვის, კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.