"ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ტოტალური კონტროლის დამყარება - სიორიძე
"პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდი უმაღლესი ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე" - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
გიორგი სიორიძის თქმით, "ლელო" არის ერთადერთი პარტია, რომელმაც ე.წ. "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით ვრცელი სამართლებრივი დასკვნა სასამართლოს წარუდგინა. სიორიძე განმარტავს, რომ დასკვნაში დეტალურად არის დასაბუთებული, რატომ არ არსებობს იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი და რატომ არ აქვს ამ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა.
მთელი ქვეყნის ყურადღება ახლა ბათუმისკენაა მიპყრობილი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი იმართება. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდი უმაღლესი ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე. "ლელო", ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ე.წ. "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს. ამ დასკვნაში სამართლებრივად და დეტალურადაა დასაბუთებული, რატომ არ არსებობს იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი და რატომ არ აქვს ამ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა. სასამართლოსთვის ჩვენი მიმართვის მიზანია, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, ჩვენი კვალიფიკაცია, რათა წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან სამართლის არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად ქცევას", - ამბობს გიორგი სიორიძე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე.