ვერ ვხვდები, რატომ ხარჯავთ ამდენ დროს - ჩუგოშვილი ტურავას

03.10.23 12:47
ვერ ვხვდები, რატომ ხარჯავთ ამდენ დროს - ჩუგოშვილი ტურავას

პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს რამდენიმე წუთის განმავლობაში უხსნიდნენ, რომ ორი იურისტი, რომელიც სასამართლოში პრეზიდენტს წარმოადგენს, სრულად არიან ინფორმირებული იმ საკითხზე, რაც სასამართლოში განიხილება.

"ჩვენ ვართ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები" - ეუბნებოდნენ ჩუგოშვილი და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

"ოცნების" ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი დაინტერესდა, რატომ ხარჯავდა მერაბ ტურავა ამდენ დროს პროცედურულ საკითხებზე. 

მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა ისინი პრეზიდენტს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს. "ისე არ გამოვიდეს, რომ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და თქვას, რომ თქვენ იურისტებმა, მხოლოდ თქვენი პოზიცია გააჟღერეთ" - თქვა ტურავამ. 

მე ვერ ვხვდები, რატომ ხარჯავთ ამდენ დროს - მიმართა ჩუგოშვილმა ტურავას, რაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თქვა, რომ ეს აუცილებელია, რადგან შემდეგ სალომე ზურაბიშვილს კითხვები არ გაუჩნდეს.

მე იმიტომ ვხარჯავ ამდენ დროს, რომ მერე პრეზიდენტმა რომ თქვას, იცით, არც ტელევიზორში ვუყურებდი ამ პროცესს და არც ვიცი იქ რა ითქვა და საერთოდ არ ვეთანხმები იურისტების პოზიციას, მე იურისტი არ ვარო, ასეთი სიტუაცია რომ არ შეიქმნას". - განაცხადა ტურავამ.

 

მსგავსი სიახლეები