სასამართლოს დავალებული აქვს, რომ ცირკი მოაწყოს - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სასამართლოს დავალებული აქვს, რომ პროცესზე ცირკი მოაწყონ და შექმნას სურათი, სადაც კობახიძე და ზურაბიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ხიდაშელი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ კმაყოფილია სალომე ზურაბიშვილის არაჩასვლით საკონსტიტუციო სასამართლოში.
პრეზიდენტი არ არის ვალდებული სასამართლოში მივიდეს; არაფერი მას არ ავალდებულებს, კონსტიტუციური ჩანაწერით, ის "ხელშეუვალია", ანუ იძულებით ვერ მიიყვანენ სასამართლოში; რა თქმა უნდა შეუძლია მივიდეს, მაგრამ მხოლოდ თუ თავად ასე თვლის საჭიროდ;
გაოგნებული ვარ, ტურავამ 40 წუთი რომ დახარჯა და რასაც არანაირი შედეგი არ მიჰყვება. პრეზიდენტი რასაც გადაწყვეტს ისე იქნება.
სასამართლოს მარტო ის კი არ აქვს დავალებული, წინასწარ რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ. როგორი არ აქვს წ აქვთ, არა მარტო რომ იქ ცირკი უნდა მოაწყონ. ვიღაცას "კარწინკა" სჭირდება, სადაც კობახიძე და ზურაბიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, იქ მერე ვიღაცა ნერვები უმტყუნებს. წარმოუდგენელი უგუნურებაა. მე კმაყოფილი ვარ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა დღეს იქ, სიმართლე რომ გითხრათ ცოტა ვნერვიულობდი". - ამბობს ხიდაშელი "ტვ პირველის პირდაპირ ეთერში.